ვარსკვლავური ომები
From Wikipedia, the free encyclopedia
„ვარსკვლავური ომები“ (ინგლ. Star Wars) — ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის მედია-ფრენჩაიზი, შექმნილი ჯორჯ ლუკასის მიერ. მასში აღწერილია მოვლენები, რომლებიც მიმდინარეობს „უხსოვარ დროს, შორეულ გალაქტიკაში“.
ვარსკვლავური ომები | |
---|---|
ოფიციალური ლოგო, რომელიც ჩნდება ყოველი ფილმის დასაწყისში | |
შემქმნელი | ჯორჯ ლუკასი |
ორიგინალური ნამუშევარი | ვარსკვლავური ომები (1977)[georgian 1] |
გამოცემები | |
რომან(ებ)ი | იხ. წიგნების სია |
კომიქსები | იხ. კომიქსების სია |
სტრიპ(ებ)ი | იხ. სტრიპების სია |
ჟურნალ(ებ)ი |
Star Wars Insider (1987–დღემდე) |
კინო და ტელევიზია | |
ფილმ(ებ)ი |
სრული სია
|
ტელესერიალები |
სრული სია
|
სატელევიზიო ფილმ(ებ)ი |
|
აუდიო | |
რადიო | ვარსკვლავური ომები |
ორიგინალური მუსიკა | მუსიკა |
სხვადასხვა | |
სათამაშოები | საქონელი |
თემატური პარკების ატრაქციონები | ატრაქციონების სია |
ფრენჩაიზი ჩამოყალიბდა 1977 წელს ფილმის „ვარსკვლავური ომები“ გამოშვებით (მოგვიანებით მან შეიძინა ქვესათაური „ეპიზოდი IV: ახალი იმედი“)[1][2]. ფილმი მსოფლიო პოპულარული კულტურის ფენომენად იქცა. მას მოჰყვა ორი წარმატებული გაგრძელება - „იმპერიის საპასუხო შეტევა“ (1980) და „ჯედაის დაბრუნება“ (1983) — ეს სამი ფილმი შეადგენს ორიგინალურ ტრილოგიას. 1999-2005 წლებში გამოვიდა წინარეისტორიების ტრილოგია, რომელშიც შესულია სამი ფილმი — „ფარული საფრთხე“ (1999), „კლონების შეტევა“ (2002) და „სითების შურისძიება“ (2005). ამ ტრილოგიამ კრიტიკოსების და მოყვარულების არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. გაგრძელების ტრილოგია დაიწყო 2015 წელს, „ძალის გამოღვიძების“ გამოშვებით. შვიდივე ფილმი სხვადასხვა დროს ნომინირებული იყო ოსკარზე (გაიმარჯვა მხოლოდ პირველმა ორმა) და კომერციულად წარმატებული იყო. მათ საერთო მოგებამ 7.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა[3], რამაც „ვარსკვლავური ომები“ აქცია ყველა დროის ერთ-ერთ შემოსავლიან ფილმების სერიად.[4] ფრენჩაიზში აგრეთვე არსებობს მთელი რიგი განშტოებების, ანიმაციური სერიალის „კლონების ომები“ (2008) და ანთოლოგიურ ფილმ „განდგომილი ერთის“ სახით.
ფრენჩაიზში აგრეთვე შედის მთელი რიგი წიგნების, ტელესერიალების, ვიდეო და კომპიუტერული თამაშების და კომიქსების. ყოველი მათგანის მოვლენები კანონიკურია და მიმდინარეობს იგივე სამყაროში, რაც ფილმები. ამის საფუძველზე განვითარდა გამოგონილი სამყარო, ხოლო არაკანონიკური მედია ამჟამად „ლეგენდებს“ ექვემდებარება. „ვარსკვლავური ომები“ გინესის რეკორდსმენია, როგორც „ყველაზე წარმატებული კინომერჩანდაიზი“. 2015 წელს ამ ფრენჩაიზის საერთო ღირებულებამ 42 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა[5][6], რამაც იგი ყველა დროის რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიან მედიაფრენჩაიზად აქცია.
2012 წელს უოლტ დისნეის კომპანიამ Lucasfilm 4.06 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა და მოიპოვა „ვარსკვლავური ომების“ ყველა შემდგომი ფილმის დისტრიბუციის უფლება, დაწყებული 2015 წლის „ძალის გამოღვიძებით“.[7] ყოფილი მფლობელი, 20th Century Fox, ინარჩუნებს პირველი ორი ტრილოგიის ფიზიკურად დისტრიბუციის უფლებებს, აქვს მუდმივი უფლება 1977 წლის ორიგინალურ ფილმზე, ისევე, როგორც წინარეისტორიის ტრილოგიაზე და „ახალი იმედის“ პირველ ორ გაგრძელებაზე — 2020 წლამდე.[8][9] Walt Disney Studios ფლობს „ვარსკვლავური ომების“ ყველა ფილმის ციფრული დისტრიბუციის უფლებას, გარდა „ახალი იმედის“.[9][10]