ვასილი რაცი
უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ვასილი რაცი (უკრ. Василь Карлович Рац; უნგრ. Rácz László; რუს. Васи́лий (Ла́сло) Ка́рлович Рац დ. 25 მარტი, 1961, ფანჩიკოვო, იმიერკარპატების ოლქი, უკრაინის სსრ, სსრ კავშირი) — უნგრული წარმოშობის უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი.[2] თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა ლვოვის „კარპატის“, ვინიცას „ლოკომოტივის“, კიევის „დინამოს“, „ესპანიოლის“, „ფერენცვაროშისა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სამგზის (1985, 1986, 1990) ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის (1982, 1985, 1987, 1990), საბჭოთა კავშირის სუპერთასის ორგზის (1986, 1987) და ევროპის თასების მფლობელთა თასის (1986) მფლობელი კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში. უნგრეთის ჩემპიონი (1992) „ფერენცვაროშის“ შემადგენლობაში. ევროპის 1988 წლის ვიცე-ჩემპიონი, 1986 წლის მექსიკისა და 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1986).[3][4][5][6][7]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვასილი რაცი | ||
დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1961 (1961-03-25) (63 წლის) | ||
დაბადების ადგილი |
ფანჩიკოვო, ვინოგრადოვის რაიონი, იმიერკარპატების ოლქი, უკრაინის სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1978 | ჰოვერლა უჟგოროდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1979 | კარპატი ლვოვი | 5 | (0) |
1980–1981 | ლოკომოტივი | ? | (?) |
1981–1989 | დინამო კიევი | 164 | (22) |
1989 | ესპანიოლი | 10 | (0) |
1990 | დინამო კიევი | 21 | (2) |
1991–1993 | ფერენცვაროში | 7 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
1986–1990 | სსრ კავშირი | 47 | (4) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1996–1997 | ფერენცვაროში (მწვრთნელი) | ||
2007 | დინამო კიევი (თანაშემწე) | ||
2011 | ობოლონი კიევი [1] | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |