სახელმწიფო რელიგია
From Wikipedia, the free encyclopedia
სახელმწიფო რელიგია (რომელსაც ასევე უწოდებენ დამკვიდრებულ რელიგიას ან ოფიციალურ რელიგიას) - რელიგიური ორგანო ან ქმნილება, რომელსაც ოფიციალურად ამტკიცებს სახელმწიფო. ოფიციალური რელიგიის მქონე სახელმწიფო, რომელიც არ არის სეკულარული, არ არის აუცილებლად თეოკრატია, ქვეყანა, რომლის მმართველები არიან როგორც საერო, ასევე სულიერი ავტორიტეტები. სახელმწიფო რელიგიები არის ოფიციალური ან სამთავრობო სანქცირებული რელიგიები. სახელმწიფოს არ სჭირდება რელიგიის კონტროლის ქვეშ მოქცევა (როგორც თეოკრატიაში) და არც სახელმწიფო აწესებს სანქციებს რელიგიაზე და შესაბამისად, რელიგია არ არის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ.
ოფიციალური რელიგიები მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე იყო ცნობილი თითქმის ყველა ტიპის კულტურაში, ძველ ახლო აღმოსავლეთითა და პრეისტორიით დაწყებული. რელიგიური კულტისა და სახელმწიფოს ურთიერთობა განხილულია მარკუს ვარონის მიერ, ტერმინ - თეოლოგიის ცივილიზაციის ქვეშ. („სამოქალაქო თეოლოგია“). სახელმწიფო დაფინანსებული პირველი ქრისტიანული ეკლესია იყო სომხური სამოციქულო ეკლესია, რომელიც დაარსდა 301 წელს. [1] ქრისტიანობაში. ტერმინი ეკლესია, ჩვეულებრივ, გამოიყენება ქრისტიანული თაყვანისმცემლობის ადგილებზე ან მათში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გასაიგივებლად, ტერმინი სახელმწიფო ეკლესია ასოცირდება მთავრობისგან სანქცირებულ ქრისტიანობასთან. რომლის ისტორიული მაგალითია რომის იმპერიის სახელმწიფო ეკლესია. სახელმწიფო ეკლესიებთან მჭიდრო კავშირშია ტერმინი ეკლესიაც, რომელიც ანალოგიურია, მაგრამ უფრო უმნიშვნელო კონოტაცია აქვთ.
შუა აღმოსავლეთში, ბევრ სახელმწიფოში, რომლებსაც ძირითადად ისლამური მოსახლეობა ჰყავს, მიღებული აქვთ ისლამი, როგორც თავიანთი სახელმწიფო რელიგია და აღიარებულია ორივე მხრიდან, როგორც შიიტური ისევე სუნიტური. რელიგიური შეზღუდვების ხარისხი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. საუდის არაბეთის მმართველები იყენებენ როგორც საერო, ისე სასულიერო ძალას, მაშინ როცა ირანის საერო პრეზიდენტებმა უნდა დაიცვან და განახორციელონ რელიგიური ხელისუფლების გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი მოხდა 1979 წლის რევოლუციის შემდეგ. თურქეთი, რომელსაც ასევე ძირითადად ჰყავს მუსლიმი მოსახლეობა, გახდა სეკულარული სახელმწიფო ათათურქის რეფორმების შემდეგ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განსხვავებით იმავე პერიოდის რუსული რევოლუციისგან, მან შედეგად არ მოიტანა სახელმწიფო ათეიზმის მიღება.
რელიგიური ხარისხი, რომელიც ოფიციალურმა ეროვნულმა რელიგიამ სახელმწიფოებს დააკისრა თანამედროვე საზოგადოებაში მნიშვნელოვნად განსხვავდება; გვხვდება, როგორც ძალიან მაღალი კონცენტრაციით საუდის არაბეთში, ასევე მინიმუმამდე დაყვანილი ან საერთოდ უხილავი, როგორც ეს ხდება დანიაში, ინგლისში, ისლანდიასა და საბერძნეთში.