ავსტრია
From Wikipedia, the free encyclopedia
ავსტრია (გერმ. Österreich), ოფიციალურად ავსტრიის რესპუბლიკა (გერმ. Republik Österreich) — ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. შედგება ცხრა ფედერალური შტატისგან; ერთ-ერთი მათგანია ვენა, ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება გერმანია, ჩრდილოეთით — ჩეხეთი, აღმოსავლეთით — უნგრეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სლოვაკეთი, სამხრეთით — სლოვენია და იტალია, დასავლეთით - შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი — 83 879 კმ². მოსახლეობა — დაახლოებით 9 მილიონი. სახელმწიფო ენა — გერმანული,[7] ასევე ოფიციალური ენებია: გრადიშიულ-ხორვატიული, უნგრული და სლოვენური.[8] დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1955).
ავსტრიის რესპუბლიკა Republik Österreich ავსტრია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Land der Berge, Land am Strome Land of Mountains, Land by the River |
||||||
ავსტრიის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ვენა 48°12′ ჩ. გ. 16°21′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | გერმანული [ა] | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2012) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | ავსტრიელი | |||||
მთავრობა | ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ალექსანდერ ვან დერ ბელენი | ||||
- | კანცლერი | კარლ ნეჰამერი (ÖVP) | ||||
საკანონმდებლო ორგანო | პარლამენტი | |||||
- | ზედა პალატა | ფედერალური საბჭო | ||||
- | ქვედა პალატა | ეროვნული საბჭო | ||||
დამოუკიდებლობა | ||||||
- | აღმოსავლეთი მარკა | 976 | ||||
- | ავსტრიის საჰერცოგო | 1156 | ||||
- | ავსტრიის საერცჰერცოგო | 1453 | ||||
- | ავსტრიის იმპერია | 1804 | ||||
- | ავსტრია-უნგრეთის იმპერია | 1867 | ||||
- | პირველი რესპუბლიკა | 1918 | ||||
- | ფედერალური სახელმწიფო | 1934 | ||||
- | ანშლუსი | 1938 | ||||
- | მეორე რესპუბლიკა | 1945-დან | ||||
- | სახელმწიფო ხელშეკრულება ძალაში | 27 ივლისი, 1955 | ||||
- | ევროკავშირში გაწევრიანება | 1 იანვარი, 1995 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 83 871 კმ2 (115-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.7 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2020 წლის იანვარი აღწერა | 8 902 600[3] (98-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 106 კაცი/კმ2 (106-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2018 შეფასება | |||||
- | სულ | $461.432 მილიარდი[4] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $51,936[4] (მე-17) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2018 შეფასება | |||||
- | სულ | $477.672 მილიარდი[4] (29-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $53,764[4] (მე-13) | ||||
ჯინი (2019) | 27.5[5] დაბალი · მე-14 |
|||||
აგი (2018) | 0.914[6] ძალიან მაღალი · მე-20 |
|||||
ვალუტა | ევრო (€)[ბ] (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 (UTC+1) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+02:00 (UTC+2) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +43 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .at[გ] | |||||
ა. | ^ ხორვატული, ჩეხური, უნგრული, რომანი, სლოვაკური, და სლოვენური ოფიციალურად აღიარებულია რეგიონული ენებისა და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის მიერ. | |||||
ბ. | ^ ავსტრიული შილინგი 1999 წლამდე; ვირტუალური ევრო 1999 წლის 1 იანვრიდან; ევრო 2002 წლის 1 იანვრიდან. | |||||
გ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
ავსტრია პირველად 976 წელს, მარკის სტატუსით გამოჩნდა და შემდეგ გადაიქცა სამთავროდ და საჰერცოგოდ. XVI საუკუნის ბოლოს ავსტრია გახდა ჰაბსბურგთა მონარქიის გული და ჰაბსბურგების, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამეფო დინასტიის, „უმცროსი-ფილიალი“. როგორც სამთავრო, იყო საღვთო რომის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი. XIX საუკუნის დასაწყისში ავსტრიამ ჩამოაყალიბა საკუთარი იმპერია, რომელიც გერმანიის კავშირის წამყვანი ძალა, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა საკუთარ კურსს გერმანიის სხვა სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლად. ავსტრო-პრუსო-იტალიური ომის შემდეგ, ავსტრია-უნგრეთის შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა ორმაგი სახელმწიფო - ავსტრია-უნგრეთის იმპერია.
ავსტრია-უნგრეთის სავარაუდო მემკვიდრის, ფრანც ფერდინანდის მკვლელობის შემდეგ, ფრანც იოზეფ I-ის მეთაურობით ავსტრია პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო. მონარქიის დამარცხებისა და დაშლის შემდეგ, გერმანიასთან კავშირის დამყარების მიზეზით გამოცხადდა, რომ იქმნებოდა გერმანია-ავსტრიის იმპერია, თუმცა საბოლოოდ, კავშირი ვერ შედგა. 1919 წელს ავსტრიის პირველი რესპუბლიკა გახდა ავსტრიის კანონიერი „მემკვიდრე“. 1938 წელს ავსტრიაში დაბადებულმა ადოლფ ჰიტლერმა, რომელიც გახდა გერმანიის რაიხის კანცლერი, ანშლუსით ავსტრიის ანექსიას მიაღწია. 1945 წელს ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ, ავსტრია ხელახლა დაარსდა როგორც სუვერენული და თვითმმართველი დემოკრატიული ერი, რომელიც ცნობილია მეორე რესპუბლიკის სახელით.
მმართველობის მხრივ, ავსტრია არის საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატია უშუალოდ არჩეული ფედერალური პრეზიდენტით (სახელმწიფოს მეთაური) და კანცლერით (ფედერალური მთავრობის მეთაური). ძირითადი ქალაქებია გრაცი, ლინცი, ზალცბურგი და ინსბრუკი. მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ავსტრია შედის მსოფლიოს 20 უმდიდრეს ქვეყანაში. ქვეყანამ მიაღწია ცხოვრების მაღალ სტანდარტს: 2018 წელს მსოფლიოში ავსტრიელები ადამიანების განვითარების ინდექსით მსოფლიოში მე-20 ადგილზე იყვნენ. ცხოვრების დონის მაჩვენებლით, ვენა საერთაშორისო რეიტინგში მუდმივად პირველ ადგილს ინარჩუნებს.[9]
1955 წელს, ავსტრიამ საგარეო პოლიგტიკურ საკითხებში მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. 1955 წლიდან არის გაეროს წევრი,[10] ევროპის კავშირს იგი 1995 წელს შეუერთდა.[11] ავსტრიაში მდებარეობს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის სათაო ოფისები; აგრეთვე, ქვეყანა არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და ინტერპოლის დამფუძნებელი წევრი.[12] ავსტრიამ 1995 წელს ხელი მოაწერა შენგენის ხელშეკრულებას,[13] ხოლო 1999 წელს ქვეყანამ ევრო ვალუტად მიიღო.[14]